fredostudio
შენი პატარა დესკტოპის მეგობარი

იგივე მეგობარი.
ახლა შენს ეკრანზეც.

მისი ყურები, მისი ლაქები, მისი უცნაური ყეფა. დავიწყოთ ფოტოებით.

1გაცნობა2ფოტოები3ხმა4შეჯამება
01

ვინ შემოგვიერთდება?

ჯერ შენი ძაღლი გავიცნოთ.

ჯიში

აკრიფე ქართულად ან ინგლისურად და აირჩიე სიიდან. თუ ვერ იპოვე, აირჩიე „სხვა ჯიში“.

5 ძირითადი + 3 დამატებითი ფოტო
პირდაპირ, ორივე პროფილში, სამმეოთხედში და მჯდომარე. დამატებით: ზურგი, მუცელი და დეტალები.

საცდელ ვერსიაში გადახდა არ არის ჩართული.

ნაცნობი ხასიათი. ახალი პატარა სამყარო.

შენი საუკეთესო მეგობარი. ახლა ყოველდღე, შენ გვერდით.

მისი გამოხედვა, მისი ცელქობები, მისი საყვარელი ხმა — ის პატარა დეტალები, რის გამოც ასე ძალიან გიყვარს. შენი ძაღლის ფოტოებითა და ხმით შექმნილი პეტი ამ სითბოს შენს ეკრანზეც მოიტანს.

გამოელაპარაკე, ეთამაშე, ყურადღება მიაქციე და პატარა შესვენებები ერთად გაატარეთ. როცა მუშაობ, სწავლობ ან უბრალოდ ისვენებ, შენი პატარა მეგობარი ახლოს იქნება.

პატარა თათები, დიდი ხასიათი

ნახე Fredo მოქმედებაში. ბარათზე დაჭერით მოქმედება თავიდან დაიწყება.

პატარა გასეირნება

შენ მუშაობ, ის კი ეკრანზე დასეირნობს — ნაცნობი თათების პატარა კომპანია.

გამარჯობა, ჩემო ადამიანო

ერთი თათის დაქნევა და თითქოს გეუბნება: „აქ ვარ, შენთან.“

შენი ამბები აინტერესებს

ჩამოჯდება და თავისი ნაცნობი გამოხედვით შემოგხედავს. აბა, რას აკეთებ?

სიცელქის დროა

გადაკოტრიალდება, თათებს გაშლის და შენს დღეს ცოტა ღიმილს შემატებს.

ჭიტა! აქ ხარ?

კადრს გასცდება და უცებ თავს შემოყოფს — დიდხანს ხომ ვერ მოგშორდება.

მისი საკუთარი ხმა

ის ყეფა, რომელსაც მაშინვე ცნობ. შენს პეტს შენი ძაღლის ატვირთული ხმა ექნება.

ერთი პატარა ცელქობა

ბუჩქსაც „მორწყავს“. ამ პატარა მეგობარს თავისი ხასიათი მოჰყვება.

უბრალოდ, შენ გვერდით

ხანდახან არც არაფერია საჭირო — საკმარისია, შენი საუკეთესო მეგობარი ახლოს გყავდეს.

მომშივდა… ერთად შევისვენოთ?

პატარა მეგობარზე ზრუნვაც მეგობრობის ნაწილია. როცა მოშივდება, გაგაგებინებს; შენ კი საჭმელს შეურჩევ, ის გემრიელად შეექცევა და დანაყრდება.

აპში საჭმელს დაჭერით ან Fredo-სთან გადათრევით მიაწვდი. შიმშილის ინტერვალი და ჭამის ხმა პარამეტრებიდან იცვლება.

ამბავიც შენთან მოაქვს

შენ საქმეში ხარ, Fredo კი ახალ ამბავს მოგიტანს. Windows-ის არჩეული აპებიდან მოსული წერილები და დავალებების შეტყობინებები მის გვერდით პატარა ბუშტში გამოჩნდება.

Windows-ის აპში შენ ირჩევ წყაროებს, რთავ წვდომას და ადგენ მშვიდ საათებს. ტექსტი შენს კომპიუტერში რჩება. აქ მხოლოდ საცდელი მაგალითია.

Fredo აქ მაგალითისთვისაა. შენი პატარა მეგობარი შენივე ძაღლის ფოტოებითა და ხმით შეიქმნება.

პეტების კატალოგი · Browse pets →